ახალი ამბები
სადამკვირვებლო მისია გალის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდებს ცხელი ხაზი მაქსიმალურად გამოიყენონ
FaceBook Twitter
E-mail Print
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ რიგით 54-ე შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც მისი ერთ-ერთი მონაწილეა, ინფორმაციას ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა, ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა 2018 წლის 27 თებერვალს ჩატარებული წინა შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილური იყო, ახალ სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ქონია. მათივე ინფორმაციით, მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი, როგორც ინციდენტების მართვის არსებითი ინსტრუმენტი.

გალის შეხვედრის მონაწილეები ენგურის ხიდთან. ფოტო: "ლაივპრესი"

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა ყველა მონაწილეს გააგრძელონ ცხელი ხაზის სრული გამოყენება და ყველა შესაძლო ზომა მიიღონ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილურობის და დაკავებათა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში კვლავ განიხილეს ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი, რასაც პროგრესი არ მოყოლია. მონაწილეებმა ინფორმაცია გაცვალეს ბოლოდროინდელ დაკავებათა შესახებ - დადებითად შეფასდა ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე დაკავებულის ბოლოდროინდელი ადრეული გათავისუფლება.

კახაბერ ქემოკლიძე. ფოტო: "ლაივპრესი"

დღის წესრიგის რეგულარული საკითხის ფარგლებში სენსიტიურ ღონისძიებებთან წინასწარი გაფრთხილების თაობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ნდობის აღდგენის მიზნით სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ქმედებების, ისევე როგორც სხვა შესაბამისი ღონისძიებების შესახებ წინასწარ გაფრთხილებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს. 

გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 54-ე შეხვედრა გალში 21 მარტს ჩატარდა. განხილულ საკითხებზე ქართველ ჟურნალისტებს ინფორმაცია თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ მიაწოდა. მომდევნო შეხვედრა 25 აპრილს ჩაინიშნა.

გალში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო ეკუთვნის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.