TI საქართველო: ის, რაც ზუგდიდის საკრებულოში მოხდა, დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია
„რაც მოხდა დღეს ზუგდიდის საკრებულოში, დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. მითუმეტეს, საათით ადრე ამავე საკრებულოს წევრებმა ეთიკის კოდექსი განიხილეს. საკრებულოს წევრები ამომრჩევლებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემაზე სამსჯელოდ და მათი მოგვარებაზე სამუშაოდ აირჩიეს და არა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ“, - განმარტა მან.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. დაპირისპირება „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა. შედეგად ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.