ახალი ამბები
ფოთელები თევზის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმებას ითხოვენ [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მოქალაქეებმა ფოთში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შემდეგი მოთხოვნით - სხვადასხვა უწყებამ, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს ის ქარხნები, რომლებიც ქაფშიას იბარებენ სეზონზე, არიან თუ არა შესაბამისი ფილტრებით აღჭურვილი და თუ არა, დაავალდებულონ. შეკრებილთა თქმით, თევზჭერის სეზონზე ქალაქში გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია მძიმე სუნის გამო, რომელიც ტანსაცმელსაც კი უდის და სუნთქვა შეუძლებელი ხდება.

აქციის მონაწილეები უკვე მერამდენედ ითხოვენ დარეგულირდეს ეს საკითხი. გარდა ამისა, დაავალდებულონ კომპანიები, დაიცვან თევზის ტრანსპორტირებისას შესაბამისი წესები, იმიტომ, რომ გადაადგილების დროსაც იღვრება ხშირად თევზის წყალი. მათივე თქმით, მართალია დღეს მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა ამ აზრს გაცილებით მეტი ადამიანი იზიარებს. ამბობენ, რომ ქალაქში ჯერ სეზონი არ არის, რის გამოც სუნი არ იგრძნობა ისე მძაფრად, რაც აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვნების მიზეზია დღეს.

შეკრებილთა თქმით, მერიას და საწარმოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ ყველაფერს რეაგირება არ მოჰყოლია. მოუწოდებენ სხვა სამსახურებსაც, თევზჭერის მომდევნო სეზონზე პრობლემა მოგვარდეს.

ფოთის მერიაში აქციის მონაწიელეების პროტესტის საპასუხოდ კომენტარი არ გააკეთეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
19:57 / 14.06.2021
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი
ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
15:35 / 14.06.2021
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდა.
15:10 / 14.06.2021
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სფეროში
დასაქმებულების ვაქცინაცია
13:15 / 14.06.2021
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მესტიას პირველად საფეხბურთო გუნდი ჰყავს - ისტორიული მატჩი [ფოტო/ვიდეო]
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
რატომ ჰქვია ზუგდიდში ქუჩას ლავრენტი ბერიას სახელი [ვიდეო]
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
  სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
კერამიკის სახელოსნოს ახალი სიცოცხლე [ვიდეო]
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.