ახალი ამბები
იბერიის გაბრწყინებისთვის - მოქალაქე მესტიიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობას აწყობს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „ახალი სიტყვის“ პრეზიდენტი დავით თორდია ამბობს, რომ მესტიიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მსვლელობას აწყობს. „იბერიის გაბრწყინებისთვის“, - ასეთი წარწერის მქონე სამოსი აცვია აქციის მონაწილეს, რომელიც ირწმუნება, რომ სვანეთიდან სამეგრელოში ფეხით ჩამოვიდა. ამბობს, რომ მსვლელობით სურს ხელი შეუწყოს „მიძინებული ერის გამოღვიძების პროცესს“.

დავით თორდია მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინერტული გახდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ. მათ შორის დადებითი და ისტორიული მნიშვნელობის ფაქტების მიმართაც, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

„ერის გამოღვიძების“ პარალელურად მსვლელობის მონაწილე აცხადებს, რომ მისი მოთხოვნაა სახელმწიფომ დაიწყოს ზრუნვა მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვაზე. მისი თქმით, დღეს ეს ენები გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, სახელმწიფო კი ვალდებულია მათზე იზრუნოს.

მსვლელობის მონაწილე გულშემატკივრებთან ერთად დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან იმყოფებოდა და იქ გააჟღერა მოთხოვნები:

„ხალხს არ აქვს რეაქცია. ხალხს სძინავს. მაგალითს მოგიყვანთ, აი ბორდოში, საფრანგეთში შარშან ჩვენ გვაღიარეს და გვითხრეს - კი ბატონო თქვენ ხართ ის ხალხი ვინც პირველად ყურძნისგან ღვინო დაწურა და ეს იყო 8000 წლის წინო, ეს თქვენ იყავითო ქართველებიო. ამაზე ხალხს რეაქცია არ აქვს და არც სახელმწიფოს. მოხდა ამის გაჟღერება მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში და ამით მორჩა და დამთავრდა. საქართველომ უნდა გამოიღვიძოს“, - აცხადებს დავით თორია.

მისი მტკიცებით, ის გააგრძელებს მსვლელობას თბილისის მიმართულებით. მორიგ შესვენებას კი ხობში გეგმავს, სადაც ზუგდიდის მსგავსად ასევე გულშემატკივრებს გაესაუბრება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
14:54 / 23.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
12:56 / 23.09.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ
კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
12:28 / 23.09.2021
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 180 პირს გამოუვლინდა.
10:41 / 23.09.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 180 პირს გამოუვლინდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.