ზუგდიდში დეპუტატების მიერ ერთმანეთის ცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება
22 მარტს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. დავა „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა. შედეგად ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბათლომე შელიამ და დავით შელიამ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
საკრებულოს წევრების ნაწილი ინციდენტის ღამესვე დაიკითხა.