შსს არ ადასტურებს, რომ წალენჯიხაში მაღაზიას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს
Share
ცეცხლის გაჩენის ფაქტზე წალენჯიხაში, ერთ-ერთ სურსათის მაღაზიაში
გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“
განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით
დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სხვა დეტალები უცნობია. მათ
შორის ზარალის ოდენობას გამოძიება დაადგენს. სოციალურ ქსელში
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს, რა დროსაც მას
ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა ეს ცნობა შსს-ში არ დაგვიდასტურეს.