ახალი ამბები
ერთი წელი უვიზო მიმოსვლიდან - მოქალაქეებს მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ მონაპოვარს
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, ერთად გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, მისცენ საკუთარ თავს შესაძლებლობა, მომავალშიც შეუფერხებლად ისარგებლონ ამ სიკეთით და ერთად აშენონ ქვეყნის ევროპული მომავალი.

დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროპაში. განცხადების მიხედვით, მართალია არსებობს ცალკეული გამოწვევები, მაგრამ კომპლექსური ღონისძიებებით, ერთიანი მიდგომით და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ამ გზაზე არსებული ყველა გამოწვევა დაიძლევა. სამინისტროს თქმით, ვიზალიბერალიზაცია მარტო მთავრობის ძალისხმევის და მასშტაბური რეფორმების შედეგი არ არის, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანიცაა.

„ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, ჩვენთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ვროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში.

საქართველო, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგაც აგრძელებს შესაბამისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და რეფორმების გატარებას. გასული წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად გამოაქვეყნა პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ანგარიში დადებითად აფასებს მთავრობის ძალისხმევას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომ მდგრად იმპლემენტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, უვიზო მიმოსვლის პირობებში მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, როგორიცაა ტურიზმის განვითარება, ახალი ბიზნეს-კავშირების გაღრმავება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურება, პროფესიონალებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული კავშირები და ზოგადად, გაღრმავებული ხალხთაშორისი ურთიერთობები.

უწყების ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობით უკვე 250 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები, რასაც მათ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა სთავაზობს.

„შედეგად, ევროპული დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტადაც იქცა.

მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს საგზაო რუკაზე, რომლის მიზანია ყველა არსებული მექანიზმისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწიოთ მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.