ახალი ამბები
სვანეთს ტურისტული განვითარების გენერალური გეგმა ექნება
FaceBook Twitter
E-mail Print
მალე სვანეთს განვითარების გენერალური გეგმა ექნება, რომელიც თითქმის ყველა სოფელს მოიცავს, სადაც ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრები იფუნქციონირებს. მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გენგეგმა, რომელზეც ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კერძო კომპანია მუშაობს, მაისის ბოლოსთვის იქნება მზად, შემდეგ კი თანხების მოძიებაზე იფიქრებენ.

„ეს არის თითქმის ყველა სოფელში ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების მოწყობა. ჩვენ 160 სოფელი გვაქვს სვანეთში. ამათი დაცვა, ყველა როგორ მოექცეს ამ ტურისტულ მარშრუტში, იქნება მთავარი. როგორც ზემო სვანეთს, ისე ქვემოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. შეიძლება სწორად დაგეგმვის პირობებში ათვისება მოხდეს. შარშან მარტო ტურიზმის დეპარტამენტის მეშვეობით გაიკვალა ახალი მარშრუტი ჭუბერიდან მესტიამდე და რუქებიც არსებობს. თუ მანამდე ორი-სამი კაცი დადიოდა, ახლა 200-მა გაიარა. ეს ნიშნავს მომავალ წელს 2 ათას კაცს“, - გვითხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მერის თქმით, საოჯახო სასტუმროების რაოდენობა გაზრდილია და თუ ადრე 120 ფუნქციონირებდა, დღეს 200-მდეა. მომზადდება საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც მათზე მონაცემები განთავსდება სოფლების მიხედვით. დაიტანენ ცნობებს ოჯახის, ოთახის რაოდენობის შესახებ, რაც ტურისტებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო გააამარტივებს.

მესტიის მერი ამბობს, რომ ტურისტული მარშრუტების მოწყობაში მათთან ერთად ჩართულია ტურიზმის განვითარების დეპარტამენტიც. უშგულისკენ მიმავალი გზების გამართვაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს. დაგეგმილია ახალი გვირაბის მშენებლობაც, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარტებით, უფრო გაუიოლებს ტურისტს სვანეთში შემოსვლას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მუნიციპალიტეტების მერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებულის გამრავალფეროვნება დაავალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.