ახალი ამბები
წალენჯიხის ყოფილი გამგეობა ყველაზე არაანგარიშვალდებულ დაწესებულებათა შორის დასახელდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2017 წლის ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შორის არის წალენჯიხის ყოფილი გამგეობა. ის მეოთხე ადგილს იკავებს ყველაზე არაანგარიშვალდებული რეგიონული ორგანოების ათეულში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2017 წლის ღია და დახურული საჯარო უწყებების შესახებ კვლევა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

IDFI-ის ცნობით, ზუგდიდის თემის და ქალაქის ყოფილი საკრებულოები, ასევე ქალაქ ფოთის და სენაკის ყოფილი საკრებულოები ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებების სიაში მოხვდნენ.

ორგანიზაცია 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში. მათი ინფორმაციით, 2011-2017 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან სრულყოფილად მიღებული პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა - 74%, რომელიც 2017 წელს 3%-ით შემცირდა. სრულყოფილი პასუხების შემცირების ხარჯზე, 2017 წელს წინა წელთან შედარებით უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 1%-ით, ხოლო არასრულყოფილი პასუხები 2%-ით გაიზარდა. კვლევა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ. 
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
18:51 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
18:30 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.