არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.