მესტიაში საპროტესტო გამოსვლები შეწყდა
„თუ ეს პირობა დაირღვევა, ჩვენ განვაახლებთ აქციებს. ახლა შევაჩერეთ რადგან ასეთი პირობა მივიღეთ. წუხელ აქციის მონაწილეებმა გაატარეს ასევე ცემენტით დატვირთული სატვირთო მანქანებიც“, - ამბობს დავით გულბანი.
გარემოსთვის ზიანის მიყენების მიზეზით დაბა მესტიაში ჰესების მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს. აქცია ბოლოს შაბათს, 31 მარტს, განახლდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და ორი დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე შეხვდა შს მინისტრის მოადგილე. თავის მხრივ მანამდე არაერთხელ გააკეთა განმარტება ჰესების მშენებელმა კომპანია „სვანეთი ჰიდრომ“. მათი ინფორმაციით, „მესტიაჭალა 1“ და მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება, შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.