ახალი ამბები
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული: უდანაშაულო ვარ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლოში დაიხურა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის, ქალთა საფეხბურთო გუნდის 65 წლის მწვრთნელის სასამართლო პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოცემული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურომა მაია ჯაბუამ მიმართა. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია და საუბარია სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე, სხდომა უნდა დაიხუროს. შესაბამისი სურვილი გამოთქვა ბრალდებულმაც, რაც შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა.

მოსამართლის თქმით, საუბარია არასრულწლოვანზე, შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია მისი ინტერესების დაცვა, მეტად ვიდრე საზოგადობრივი ინტერესი.

ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს. მისი თქმით, დამნაშავე არ არის წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილს.

„ეს ყველაფერი მოგონილია. მე ვარ ასაკში, გულით ავადმყოფი კაცი და ვამბობ - ასეთი რამე არ ყოფილა", - თქვა მან.

დღევანდელი პროცესი დაგვიანებით დაიწყო. შოთა ბიჭიას თქმით, მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და შემოსული რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა იყო.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მასში აღნიშნულია, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, და რომ გამოძიებით დადგინდა - 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

უფრო ადრე ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 31 მარტს სენაკში დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.