ახალი ამბები
გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახმა ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ბექა რუსიას ოჯახმა ზუგდიდის სასამართლოს მიერ 26 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის დედამ, იზა რუსიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურატურის შენობასთან განუცხადა, სადაც შვილის ტანსაცმელების წასაღებად დაიბარეს.

იზა რუსიას თქმით, მიუღებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან რეალური დამნაშავეები არ დასჯილან. სწორედ ამიტომ, ამბობს, რომ თუ ქუთაისის სასამართლო უცვლელს დატოვებს ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას თბილისში, შემდეგ კი, თუ საჭირო იქნება სტრასბურგშიც გაასაჩივრებს.

„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მათთვის სამსახურის დატოვება კი არ არის მთავარი, ისინი ციხეში უნდა იყვნენ. ჩემი შვილი მიწაში იყოს და ეს ადამიანები ისე დადიოდნენ? შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეფარა დანაშაული, რაც უფროსებმა ჩაიდინეს. მათი დაუდევრობით მოხდა ყველაფერი. მინდა ხელახლა დაიწყონ გამოძიება. ყველანაირად ვეცდები დამნაშავეებმა აღიარონ დანაშაული, რომ სხვა ბავშვებსაც იგივე არ შეემთხვევთ. მე ვითხოვ ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას, ვისიც იარაღი იყო“, - განაცხადა ბექა რუსიას დედამ.

იზა რუსიას დღეს პროკურატურამ შვილის ტანსაცმელი გადასცა, რომელიც მას გარდაცვალების დღეს ეცვა. ამბობს, რომ როგორც ტანსაცმლის დათვალიერებიდან ჩანს, ექსპერტიზა სათანადოდ არ ჩაუტარებიათ, ამიტომ განმეორებით ექსპერტიზაზე უკვე დამოუკიდებლად იფიქრებს.

„თავიდან არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ბექას გამჭოლი ტყვია ჰქონდა. დღეს არის ნაჩვენები, რომ ბექას გამჭოლი ნატყვიარი ქონდა. მე ტანსაცმელს ხელახლა გავგზავნი ექსპერტიზაზე, იმიტომ, რომ პროკურატურას არ ვენდობი“, - განმარტა მან.

აღნიშნულ საქმეში ბრალდებული დავით ჯალაღანია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულმა სხდომებზე დანაშაული აღიარა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი გასროლის შედეგად 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია ბექა რუსიას მოხვდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 28 იანვარს დაწყებულ გამოძიებას, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, პროკურორმა დავით პაპავამ აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერჯერობით მუშაობის ეტაპზეა. საქმე ეხება მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც სავარაუდოდ ასახულია სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მასალაში ჩანს სამხედრო პირი, რომელიც ჯარისკაცს სავარაუდოდ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.