ახალი ამბები
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 64 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 64 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, 41 მათგანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 23-ს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება სასჯელი.

შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ორი არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ სულ 335 პატიმრის საქმე შეისწავლა.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს.