ზუგდიდის მერიამ სიახლეების გაზეთით გასავრცელებლად 25 ათასი ლარი გამოყო
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 ათასი ლარია.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაგდალინა თოდუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გაზეთი შარშანაც გამოდიოდა, ოღონდ სხვა - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის“ სახელწოდებით.
„გაზეთი ორ თვეში ერთხელ გამოვა. მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას. იქნება საინტერესო ისტორიები. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე. ეს ანგარიშვალდებულების განხორციელებაშიც დაგვეხმარება, რომ მეტი მოქალაქე იყოს ინფორმირებული და მათი ჩართულობაც გაიზარდოს“, - გვითხრა მერიის წარმომადგენელმა.
გაზეთის ტირაჟი 120 ათასით განისაზღვრა.