ახალი ამბები
რუხში მერის წარმომადგენელი: ბენეფიციარის განცხადებაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მივიღე
FaceBook Twitter
E-mail Print
თუ რატომ ვერ მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ რუხში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მაღლაკელიძეების ოჯახის განცხადება ამავე სოფელში მერის წარმომადგენელ ლიკა ქვარცხავასგან, ამბის მოკვლევა აუდიტის სამსახურმა უკვე დაიწყო. საქმე ეხება განცხადებას, რომლითაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ერთი თბილი ოთახის მოწყობას ითხოვდნენ. ოჯახის დიასახლისმა მზიანა მაღლაკელიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შესაბამისი მიმართვის წერილი მან სოფლის ადმინისტრაციაში მერის წარმომადგენელთან დატოვა დაახლოებით თებერვლის თვეში, ერთი კვირის წინ კი, როცა პასუხით დაინტერესდა, ლიკა ქვარცხავამ უთხრა, რომ ის ამ ჯერზე პროგრამაში ვერ მოხვდა, თუმცა სერვისით სარგებლობას უკვე შემდეგში შეძლებდა.

„მერე მე დავუკავშირდი ქალბატონ მაგდალინა თოდუას და იცით რაც მოყვა ამას. რატომ ვერ მოხვდა ჩემი განცხადება მერიაში, ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - გვითხრა მზიანა მაღლაკელიძემ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის განცხადებით, ფაქტის შესახებ მხოლოდ გასულ კვირას შეიტყვეს, როცა მოქალაქემ მათთან დარეკა და ამბავი მოიკითხა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ამბობენ, რომ ინფორმაცია აუდიტის სამსახურს მიაწოდეს და ისინი საკითხს სწავლობენ.

„ზუგდიდის მერია იხელმძღვანელებს და რეაგირებას მოახდენს აუდიტის დასკვნის შესაბამისად. ეს განცხადება არ იყო ჩვენამდე მოსული, რისი უფლებაც მას არ ქონდა. ნებისმიერი მოქალაქის განცხადება ჩვენ უნდა მივიღოთ. სხვას ვერაფერს გეტყვით, სანამ აუდიტი არ დადებს დასკვნას“, - უთხრა „ლაივპრესს“ მაგდალინა თოდუამ.

მისი თქმით, მაღლაკელიძეების ოჯახმა 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით არაერთი დახმარება მიიღო და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისით ისარგებლა, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. მათ შორის დაუფინანსდათ ათას ლარიანი ოპერაცია, მიიღეს რამდენჯერმე ერთჯერადი დახმარებები, მერქანი და შეშა.

ამ ინფორმაციას ჩვენთან მზიანა მაღლაკელიძეც ადასტურებს.

სოფელ რუხში მერის წარმომადგენელი ლიკა ქვარცხავა აღიარებს, რომ ბენეფიციარის განცხადება ინდივიდუალურად გადაარჩია, რისი უფლებაც არ ქონდა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს დოკუმენტაცია მერიისთვის უნდა გადაეცა. ის „ლაივპრესთან“ განმარტავს მიზეზებს, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ლიკა ქვარცხავას თქმით, მაღლაკელიძეების ოჯახი ორი წლის განმავლობაში ითხოვდა ერთი თბილი ოთახის მოწყობას, თუმცა ორივეჯერ კომისიამ უარი უთხრა, უფრო მძიმე პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის უპირატესობის მინიჭების გამო. ასევე, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ გასულ წელს მათ ოთახის გარემონტებისთვის 10 კუბური მეტრის მოცულობის სამასალე მორი გადასცეს, რომელიც ოჯახმა რთული მატერიალური მდგომარეობის საბაბით გაყიდა, რაც თავის მხრივ უკანონო ქმედებაა.

კიდევ ერთი მიზეზად ლიკა ქვარცხავა არასრულყოფილ დოკუმენტაციას ასახელებს. კერძოდ ქონების საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომელიც მზიანა მაღლაკელიძეს დღემდე არ წარმოუდგენია. ასევე ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირადობის მოწმობას, რომელიც მხოლოდ განცხადებების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ მოიტანა. მერის წარმომადგენლის განმარტებით, კანცელარია დანაკლისით მიტანილ განცხადებას მაინც არ გაატარებდა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, პარარელურად კიდევ იმის, რომ სოფელში მაღლაკელიძეებზე უფრო მძიმე პირობებში სხვა ოჯახი ცხოვრობდა, ბენეფიციარი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაარჩია.

„მერიაში რომ არ წარვადგინე, ამის უფლება მე არ მქონდა, მაგრამ რადგან ორი წლის განმავლობაში ქალბატონის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, ისევ ხელახლა უწევდა დოკუმენტების შეგროვება, ამაზე სირბილი. ამ შემთხვევაში მოქალაქის შრომა გავითვალისწინე. ჩავთვალე, რომ მე ამას შევინახავდი, თუმცა შენახვასთან ერთად სხვა პრობლემაც არის. მაინც ვერ წრამოადგინა დოკუმენტაცია სრულყოფილად და ვადებში. ისიც თქვა, რომ შესაძლებლობა არ ქონდა უძრავი ქონების საკუთრების შესახებ დოკუმენტი მოეტანა“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლიკა ქვარცხავამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.