ახალი ამბები
მიიღეთ შვილები ისეთები, როგორებიც არიან - აუტისტი ბავშვების დედების მოწოდება მშობლებს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილების მშობლები ხშირად არიდებენ ბავშვებს საზოგადოებას, მალავენ, რადგან ცნობადობა ჯერ კიდევ არ აქვთ ამაღლებული. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოების არ შერცხვეთ და მიიღონ საკუთარი შვილები ისეთები, როგორებიც არიან. აუტიზმი არ არის დაავადება, აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელიც მუდმივია, მაგრამ ეს არ არის მდგომარეობა, რომლის დაძლევაც არ შეიძლება, - ეს გზავნილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილების მშობლებს დღეს ირმა ნოდიამ გაუგზავნა.

ის ასოციაცია „გზამკვლევს“ ხელმძღვანელობს, რომლის ბაზაზეც ზუგდიდის აუტიზმის ცენტრი ფუნქციონირებს. მას თავადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ჰყავს და საკუთარი გამოცდილება სხვა მშობლებთან ერთად დღეს საზოგადოებას ზუგდიდის ბიბლიოთეკის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე გაუზიარა.

პრობლემა, რომელიც მშობლებმა დაასახელეს, როგორც ყველაზე მწვავე, არის ამ საკითხზე მშობლების და საზოგადოების არაინფორმირებულობა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის იმ პროგრამებს, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის მერია ახორციელებს. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნინო სხულუხიას განცხადებით, 351 ათასი ლარია წელს გამოყოფილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების პროგრამებისთვის, რაც გაზრდილი ოდენობაა წინა წლებთან შედარებით. ნინო სხულუხიას თქმით, მწირი ბიუჯეტის ფონზე ეს მაქსიმუმია, რაც წელს შეიძლებოდა გამოეყოთ.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, სწორედ ასეთი შეხვედრებითა და საუბრებით შეიძლება, დაიძლიოს ის მთავარი - არაინფორმირებულობის პრობლემა.

შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და „გზამკვლევის“ ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრაზე ასიციაცია „ათინათმა“ წარმოადგინა ვიდეომასალა სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს უზიარებდნენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.