ახალი ამბები
წალენჯიხაში სამი პირი დააკავეს სახლების გაქურდვის ბრალდებით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ადგილობრივი მცხოვრების სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1990, 1980 და 1998 წლებში დაბადებული პირები, რომელთაგან ორი წარსრულში არაერთხელ ნასამართლევია. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.