ახალი ამბები
სენაკის მერიიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 13-მა თანამშრომელმა 10 აპრილს მიიღო.

ბრძანებას, რომელიც ძალაში 11 მაისიდან შედის, თანამშრომლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.

„ეს იყო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გაფრთხილება, ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი და დაველოდები მოვლენებს“, - გვითხრა მერიის თანამშრომელმა ზაზა ტყებუჩავამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლევან სირია კი ამბობს, რომ მერის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება. მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია ჩვეულებრივი პროცესია.

„რეორგანიზაცია ცოცხალი პროცესია და თუ ერთი სამსახური შეერწყა მეორეს, არანაირი პრობლემა არ არის. მე ვარ გადამზადებული, კვალიფიციური საჯარო მოხელე, ვმუშაობ სპორტისა და ახალგაზრდულ სამსახურში მესამე კატეგორიის სპეციალისტად, მაქვს მაღალი კვალიფიკაცია, უამრავი სერთიფიკატი და ჩემს თავს მოვიაზრებ სხვა პოზიციაზე, თუმცა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი დავეთანხმები მერს, რადგან ის არის მენეჯერი და ის იღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ლევან სირიამ.

მისგან განსხვავებით, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კახაბერ სიჭინავა მიიჩნევს, რომ მერიამ თანამშრომლების გათავისუფლებისას მათ კვალიფიკაციას ანგარიში არ გაუწია.

„მათ გააკეთეს ისე, რომ თავიანთი კადრები დატოვეს, მოაწყვეს გასაუბრება, რომელიც იყო ფარსი და დაცინვა. მე მაქვს ჩემი პოზიციისთვის საკმარისი კვალიფიკაცია, საჭირო გამოცდილება. საჯარო სამსახურში ვიმუშავე 15 წლის განმავლობაში და ვიბრძოლებ ჩემი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა კახაბერ სიჭინავამ.

პოლიტიკური ორგანიზაცია „ეროვნული ფორუმის“ წევრი აპოლონ გარუჩავა ამბობს, რომ სენაკის მერიიდან მხოლოდ მათთვის „არასასურველი“ თანამშრომლები გაუშვეს.

„ეს არის კლანური ბრძოლა, რასაც ეწირებიან ეს ადამიანები. მათ უთხრეს, რომ ისინი არ სჭირდებათ. უბრალოდ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს ყველა ვერ ბედავს“, - გვითხრა აპოლონ გარუჩავამ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სამსახურის გარეშე დარჩებიან ასევე ააიპ-ების თანამშრომლებიც.

თავის მხრივ, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლების გაშვება ოპტიმიზაციის მიზეზით მოხდა.

„ყველანაირი პროცედურა დაცულია. მათ გაიარეს გასაუბრება და გადაწყდა, ვინ დატოვებდა სამსახურს და ვინ არა. რეალურად ისეთი თანამშრომლები დატოვებენ სამსახურს, რომელთაც არც ჰქონდათ დატვირთვა. მთავარი მიზანი ოპტიმიზაციის არის ხარჯების შემცირება, ამიტომაც გაერთიანდა მაგალითად, კულტურის და სპორტის სამსახური და ორი ხელმძღვანელის ნაცვლად გვეყოლება ერთი“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, რეორგანიზაცია გაგრძელდება მერიის ააიპ-ებშიც.

„მიმაჩნია, რომ უფრო მეტი მუშახელი უნდა იყოს, ვიდრე ზედამხედველი. ვფიქრობ, ყველაფერი კანონის თანახმად ხდება და ვერავითარ სხვა პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებ“, - განაცხადა ლევან კუპრეიშვილმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.