ახალი ამბები
სენაკის მერიას ორი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
სენაკის მერიის თანამშრომლები ვასილ ბესელია და კახაბერ სიჭინავა მერის, ლევან კუპრეიშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. ისინი იმ ცამეტ დასაქმებულს შორის არიან, რომლებიც მერმა გათავისუფლების შესახებ წერილობით გააფრთხილა.

„ვესაუბრე საიას წარმომადგენელს, ამასთან სხვა იურისტებს თბილისში. დიდი დარღვევები იყო ჩემს შემთხვევაში. ეს იყო რეპრესია, პიროვნული ინტერესი. ეს არ არის სამსახურეობრივი აზროვნება. სამსახურიდან გიშვებენ იმის გამო, რომ არ მოსწონხართ. აუცილებლად ვაპირებ სარჩელით მივმართო სასამართლოს“, - განუცხადა „ლაივპრესს“ სენაკის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ბესელიამ.

მან პარალელურად ლევან კუპრეიშვილს ფეისბუკზე ღია წერილით მიმართა, სადაც ამბობს, რომ სენაკის მერისთვის „მიუღებელი თანამშრომელია“ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი წინამორბედის, გოჩა დგებუაძის მეგობარია.

„მუდმივად ერთ ბრალდებებს რომ გვიყენებთ, რატომ არჩევნების დროს გვერდით არ დამიდექითო - ახლა მოგახსენებთ, იმიტომ, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ შეიძლება და არც საჯარო მოხელეს აქვს მასში ჩარევის უფლება. თუ ძაან მოგვაწვებით, ვიშოვით იმ სიებს, თქვენს მხარდაჭერას ხელისმოწერით, რომ გვიდასტურებდნენ და მერე იძახეთ, არჩევნები მაგრად მოვიგეო. თქვენს წინამორბედ ხელისუფალს ჩვენ აქ დავუმეგობრდით, საქმემ დაგვამეგობრა. მამასავით ამოგიდგებით გვერდით ყველა სასიკეთო საქმეში-მეთქი, მაგრამ ეს თქვენ არ ისურვეთ. 5 თვეა მოხვედით და მთელი ეს დრო მოანდომეთ იმაზე ფიქრს, ვინ გაუშვათ და ვინ მოიყვანოთ “, - წერს ვასილ ბესელია.

მის მსგავსად, სენაკის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი კახაბერ სიჭინავა ამბობს, რომ სამსახურში დასაბრუნებლად სამართლებრივად იბრძოლებს.

„კონსულტაციები მქონდა საიას და სხვა ორგანიზაციის იურისტებთან, უახლოეს დღეებში გადავწყვეტ, რომელ ადვოკატზე შევჩერდები საბოლოოდ “, - ამბობს კახაბერ სიჭინავა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებმა 10 აპრილს მიიღეს. ბრძანების თანახმად 13 თანამშრომელი სამსახურს 11 მაისიდან დატოვებს. როგორც „ლაივპრესს“ სენაკის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა, გათავისუფლება ოპტიმიზაციის მიზეზით ხდება. მისი სიტყვებით, ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს
10:22 / 19.01.2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს






ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.
17:38 / 18.01.2019
ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.






დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
17:34 / 18.01.2019
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად






ზუგდიდის რაიონულმა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში
ბრალდებული
16:53 / 18.01.2019
ზუგდიდის რაიონულმა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.