ახალი ამბები
საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს, 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი პრიორიტეტების შესაბამისად.

„საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პატივია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესებში. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზაობას უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობას გულისხმობს.

ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდას და მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5
სარაკეტო
10:18 / 26.09.2022
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ
იზიუმში
10:00 / 26.09.2022
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.