ახალი ამბები
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა სალხინოში ჩაატარა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მარტვილის სოფელ სალხინოში გასვლითი სხდომა გამართეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით გამართულ დახურულ შეხვედრაზე, როგორც მისმა მონაწილეებმა აღნიშნეს, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა, თუ რა სამუშაოები ჩატარდა და რა უნდა განხორციელდეს მომავალში.

კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მავნებელთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და მათი მხრიდან ფერემერებთან კოორდინირებული მუშაობა. როგორც ოთარ დანელიამ განმარტა, შეხვედრაზე სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება.

დღესვე თვითმმართველობების წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილისგან, ნოდარ კერესელიძისგან მოისმინეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, გასულ წელს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე გაწერილი იყო 300 მილიონი ლარი, თუმცა რეალურად დაიხარჯა 500 მილიონ ლარამდე. მისი მტკიცებით, მხოლოდ აგროპროექტებით 2017 წელს 169 საწარმო შეიქმნა, ან არსებული გადაიარაღდა.

ანგარიშის საპასუხოდ, კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა აღნიშნეს, რომ ამჯერადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჩვეული ტექსტით საუბრობენ, რომელიც დღეს არსებულ მძიმე რეალობას აცდენილია.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლაშა დამენიას განცხადებით, მუდმივად არის საუბარი, რომ საწარმოები განახლდა, ან ახალი აშენდა, „თუმცა სად, ვერავინ ხედავს და არავინ იცის“.

როგორც კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, დღესვე ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა. მისი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის, ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით.

მანამდე კომიტეტის წევრები აბაშაში, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბში იმყოფებოდნენ, სადაც მუშაობის პრინციპს და არსებულ ტექნიკას გაეცნენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.