„შერეკილები“ და „დონ კიხოტი“ ზუგდიდის კულტურის სახლის კედელზე
შენობის მარჯვენა მხარეს გაფრენის მომლოდინე ურემია „შერეკილებიდან“. ამ მდგომარეობას მხატვარი ადგილობრივი თეატრის დღევანდელ ყოფას ადარებს, განვითარებისთვის მზადმყოფს, ამ მიზნისკენ ნელა რომ მიიწევს.

„ეს შერეკილების პარკინგია. ზუსტად ის პერიოდი უდგას თეატრს, ხომ გითხარი გაფრინდებიანო, ხომ იცით, არავის არ ჯერა, რომ გავფრინდებით, მაგრამ იდეაში გაფრინდებიან“, - უთხრა „ლაივპრესს“ ავტორმა.
კულტურის სახლის მარცხენა კედლის ფასადზე დონ კიხოტია გამოსახული, ოღონდ არა ქარის წისქვილებთან, არამედ ქარის თანამედროვე ელექტროტურბინებთან მებრძოლი, რაც როსტომ ზარანდიას თქმით, გულისხმობს მასშტაბურიდან უფრო ლოკალურ საჭიროებებს შეჭიდებულ ადამიანს. ასეც ქვია ნახატს - ფრონტის წინა ხაზზე. ამბობს, რომ დონ კიხოტი მისთვის მხოლოდ პერსონაჟი არ არის, და რომ თავსაც ცოტა „მოდონკიხოტო ტიპად“ აღიქვამს.

„პლიუსი ამ ყველაფრის ის არის კიდევ, რაც თეატრიდან მომწონს, რომ ეს კომერციული პროექტია. თეატრი გადის ხალხში. ვიცი, რომ ბევრი სიახლე ელოდება მაყურებელს. რაც დამეხმარა იდეის წამოწევაში, დონკიხოტი და შერეკილები გარეთ გამომეტანა, ზუსტად ეგ არის, რომ ხალხი კი არ მოდის თეატრში და ნახავს სპექატკლს, არამედ ხდება პირიქით“, - განმარტავს სამოქალაქო აქტივისტი.

კედლის მოხატვა როსტომ ზარანდიას თეატრმა შესთავაზა. უარი არ უთქვამს. მით უფრო, რომ მისთვის ეს კედელზე შესრულებული მხატვრობის პირველი ნიმუში არ არის. მისცეს შემოქმედებითი თავისუფლება და გადაწყვიტა, სათქმელისთვის სწორედ ეს ფორმა შეერჩია.

მუშაობა 29 მარტს დაიწყო და 18 აპრილს დაასრულა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მცირე დეტალები ჯერ კიდევ რჩება. თეატრისგან მიღებული საღებავები მორჩა, რასაც ისევ კედლის მხატვრობისთვის დახარჯავს. 21 აპრილს უკვე ჯვარში, ერთ-ერთ კერძო პროექტში გამარჯვებული ესკიზის კედელზე გადატანაში დაეხმარება ბავშვებს. Kaip išmokti anglų kalbą pačiam? Anglu24 apžvalga https://igudu.lt/anglu24-apzvalga/
თავდაპირველად როსტომ ზარანდია ზუგდიდელებმა ქუჩაში ურნების მოხატვით გაიცნეს.