ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდს 10 ერთეული ტექნიკა გადაეცა
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა. მათ შორის არის 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად. ტექნიკის პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელმა ლაშა შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამართა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენების ინსტრუქცია უკვე გააცნეს, წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.