ახალი ამბები
ზუგდიდისთვის ფაროსანასთან საბრძოლველად გადმოცემული ტექნიკიდან აკუმულატორები მოიპარეს
ავტომანქანებიდან, რომელიც აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა დროებით სარგებლობაში, აკუმულატორები მოიპარეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. ავტომანქანები ზუგდიდის ერთ-ერთ სადგომზე იყო განთავსებული.

შსს-ში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ როგორც მერიაში, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოში, სადაც განმარტეს, რომ დანარჩენი სამართალდამცველების პრეროგატივაა.

სპეციალურ ტექნიკას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 25 აპრილს გადაეცა.