ახალი ამბები
იტალიელმა სპეციალისტებმა წალენჯიხაში ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხაში, მეთხილეთა ასოციაციის ოფისში აგრონომებს და ფერმერებს იტალიელმა სპეციალსტებმა აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მავნებლის ბიოლოგიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ლუჩიანო ტაველა და მატეო მასპელო აუდიტორიას ესაუბრნენ მათი გამოცდილების შესახებ და საპასუხოდ საქართველოს გამოცდილებასაც გაეცნენ. ლუჩიანო ტაველას თქმით, მსგავსი პრობლემის წინაშე მის ქვეყანაშიც შეიმუშავეს თხილის მავნებლის მონიტორინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ განახორციელონ ეფექტური კონტროლი თავიანთი პლანტაციების.

„ზუსტად იგივე პროგრამის განხორციელებას ვიწყებთ საქართველოში იმისთვის, რომ შევძლოთ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და აზიური ფაროსანას მონიტორინგი“, - განმარტა ტალიელმა სპეციალისტმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით იზიარებენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. მათ შორის მეცნიერთა და სხვა კომპეტენტურ პირთა ჩართულობით ეწყობა კონფერენციები.

სურსათის უვნებლობის სამსახურის მცენარეთა დაცვის განყოფილების უფროსმა ნიკა მესხმა განაცხადა, რომ როცა მათ აქვთ სრული ინფორმაცია მავნებლის გავრცელების შესახებ, უფრო ეფექტურად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რისთვისაც მზად არიან როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსით. მისივე განმარტებით, სწორედ ლუჩიანო ტაველა იყო იყო ერთ-ერთი რეკომენდატორი იმ ღონისძიებების, რითაც დღეს ხელმძღვანელობენ.

„ჩვენი პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, სადაც შეისწავლიან პარაზიტებს, რომელიც არეგულირებს ფაროსანას რიცხოვნობას ბუნებაში. როცა რიცხოვნობა მაღალია, ქიმიური მეთოდია ეფექტური საშუალება კონტროლის, საუბარია ღია სივრცეზე. თუმცა მანამდე სახლში მექანიკურად უნდა მოხდეს ბრძოლის ღონისძიებების გატარება. სხვა მავნებლებსაც უნდა ვებრძოლოთ. ასევე, მნიშვნელოვანია პესტიციდების გამოყენების დროს დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და გამოვიყენოთ ინდივიდიუალური დაცვის საშუალებები“, - განმარტა ნიკა მესხმა.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას თქმით, ისინი „აგრიჯორჯიას“ მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას, როგორც მონიტორინგს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერების გააქტიურებას მავნებლის წინააღმდეგ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოიწვიეს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაშიო იქნებიან ჩართული მოცემულ პროცესში.

აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც. აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს 200 წერტილში განათავსებენ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. დღეიდან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით შეიწამლება რამდენიმე სოფელი გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.