მიკროავტობუსის მძღოლებმა გუბერნიასთან აქცია განაახლეს
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, 4-ის შემდეგ კიდევ ერთი მძღოლი დააკავეს. მათ შორის ერთი ადმინისტრაციული, დანარჩენი კი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. საქმე ეხება მძღოლებს შორის სადგურების ფუნქციონირების შესახებ დავას. ისინი მოთხოვნების შეუსრულებლობამდე აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ.
რკინიგზის სადგურზე საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ ქალაქში მომრავლდა არალიცენზირებული ავტოსადგურები, რის გამოც მუშაობაში ხელი ეშლებათ.
პოლიციამ ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 4 მძღოლი 5 მაისს დააკავა. ეს მას შემდეგ, რაც პოლიციას მიმართა ერთ-ერთმა მძღოლმა პრეტენზიით, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 150-ე (იძულების) მუხლებით.