ახალი ამბები
სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა ჰესების მშენებლობის განახლებაზე: დაიდო მნიშვნელოვანი შედეგი
FaceBook Twitter
E-mail Print
„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“, რომელიც ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების აქტიური მონაწილე იყო, შს სამინისტროში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის თქმით, მათი ძალისხმევით დაიდო მნიშვნელოვანი შედეგი, რაც არ იყო მარტივი. კერძოდ, მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას.

"მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად ხალხის დაგვიანებული რეაქციისა, მიმდინარეობდა აქტიური საპროტესტო აქციები. მიზანდასახულობა ამ აქციებისა იყო მიგვეღწია მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობის შეჩერებისთვის, ან შეგვეჩერებინა და კალაპოტში მოგვექცია ის ხელაღებულად დაგეგმილი 54 ჰესის მშენებლობა. „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ძალისხმევით, რაც არ იყო ადვილი, დაიდო მნიშვნელოვანი შედეგი.

პირველი: არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ არცერთი პროექტი და ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და ხალხის თანხმობის გარეშე არ აშენდება.

მეორე: კონრეტულად მესტია-ჭალა ჰესის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ჩართული იქნებიან ხალხის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები, რომელთა არგუმენტირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.

მესამე: მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს გარკვეული ოდენობის თანხა. ჩვენ მოვითხოვეთ, შეიქმნას ზემო სვანეთის განვითარების ფონდი, სადაც კომპანია დამატებით ყოველწლიურად შეიტანს სოლიდურ თანხას, რომლის მიზნობრიობას თავად განკარგავს ადგილობრივი მოსახლეობა.

მათ საყურადღებოდ, ვინც შემდგარ შეხვედრაში მონაწილეებს, რბილად რომ ვთქვათ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, შევახსენებთ, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობა და შესრულებული იყო სამუშაოს 60%-ზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას პროტესტის განცდა არ ჰქონია და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ამ შეხვედრაში მონაწილე პირების ძალისხმევა და მათ მიერ ხალხის გამოღვიძება. სამწუხაროა, როდესაც პიროვნებები ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ ამ შეხვედრის შესახებ. გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მათი ქმედება. ეს ნაბიჯი იყო ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ ჩვენი აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი. ღმერთმა უწყის, რომ ჩვენ თავი არ დაგვიზოგია და გავაკეთეთ ის, რაც შევძელით. თუ კი ვინმე თვლის, რომ ამაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, განიხილეს მშენებარე ჰესების - „მესტია ჭალა-1-ის“ და „მესტია ჭალა-2-ის“ მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი. 

ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისსა და სვანეთში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქციები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.