ახალი ამბები
ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე სამუშაოების განახლებას არ ეთანხმება
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის მერის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი და ჰესების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილე ნარგიზ ნიგურიანი „მესტია ჭალა-1-ის“ და „მესტია ჭალა-2-ის“ დაკონსერვების მომხრეა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა შეიცვალა პოზიცია და სამუშაოების გაგრძელების წინააღმდეგნი არ არიან, მაინც ექსპერტთა დასკვნას უნდა დაელოდონ. კერძოდ დადგინდეს, რამდენად გამართულია პროექტი და უსაფრთხო.

მისი ინფორმაციით, ტექნიკის ნაწილი ტერიტორიაზე უკვე შეიყვანეს და სამუშაოები განახლდა.

ნარგიზ ნიგურიანის თქმით, შეხვედრებიდან გამოიკვეთა ერთი გარემოება - მესტიაჭალა ღვარცოფული მდინარეა და როდის იჩენს თავს მისი ეს ხასიათი, წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. მით უფრო, რომ შარშან ზაფხულს, აგვისტოს ბოლოს, როცა მსგავსი შემთხვევები თითქმის არ ხდება, ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა. შედეგად კი სამშენებლო კომპანია 4 მილიონამდე ლარით დაზარალდა.

„ჩემი პირადი აზრია კონსერვაცია. არც ექსპერტი ვარ, უბრალო მოქალაქე ვარ, რომელმაც იცის იმ მდინარის ხასიათი. მეშინია, რომ არ დაზარალდეს ის მოსახლეობა, რომელიც თავს იტყუებს, ან ატყუებენ“, - უთხრა მან „ლაივპრესს“.

ამბობს, რომ თბილისში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა მასზე დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო. ნარგიზ ნიგურიანის განმარტებით, კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ყველა გამოთქმულ შენიშვნას გაითვალისწინებენ, პროცესის მონიტორინგში კი შსს-ს გარდა იმ მოძრაობის წარმომადგენლების ჩაერთვებიან, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდნენ. ამბობს, რომ დაკვირვება მკაცრი იქნება. სწორედ ამის შემდეგ დათანხმდა ადგილობრივების ნაწილი სამუშაოების განახლებას.

სვანეთის მცხოვრებლის განმარტებით, იმის გამო, რომ სამუშაოების ნახევარზე მეტი შესრულებულია, ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის ასე დატოვება. ან კონსერვაცია უნდა მომხდარიყო, ან კიდევ მშენებლობა სხვა ფორმით გაგრძელებულიყო.

„რომ ვიცოდეთ, რომ ევროსტანდარტით კეთდება, მაშინ ამდენი რაღაც არ მოხდებოდა“, - აღნიშნა მან.

ნარგიზ ნიგურიანი მესტიის მერიიდან გათავისუფლების გამო სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას. ამბობს, რომ მისი მიზანია დადგინდეს, რამდენად კანონიერად დაითხოვეს. სვანეთის მცხოვრებლის თქმით, მიზეზი საპროტესტო აქციებში მონაწილეობაა, რასაც მერიაში უარყოფენ.

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობამ“, რომელიც ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების აქტიური მონაწილე იყო, შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ დათანხმდნენ მშენებლობის განახლებას შემდეგი მიზეზის გამო - მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, განიხილეს მშენებარე ჰესების - „მესტია ჭალა-1-ის“ და „მესტია ჭალა-2-ის“ მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი.

ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისსა და სვანეთში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქციები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.