ახალი ამბები
გალში, ზუგდიდსა და ფოთში გამოკითხულთა უმრავლესობა დევნილის შემწეობის შენარჩუნებას ითხოვს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
დევნილთა შემწეობის საკითხის რეფორმის მიმართ იძულებით გადაადგილებული პირების დამოკიდებულებასა და იმაზე, თუ რა მიზნებისთვის ხარჯავენ ისინი კუთვნილ თანხას, „საუნჯემ“ კვლევა ჩაატარა ზუგდიდში, ფოთსა და ოკუპირებულ გალის რაიონში. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ იაგო ფასანძის განმარტებით, გამოკითხულთა 90% შემწეობის შენარჩუნებას ითხოვს, ალტერნატიული საარსებო წყაროს უქონლობის მიზეზით. ამბობენ, რომ მთლიანად სახელმწიფო რესურსზე არიან დამოკიდებული. ამასთან, მათ 70%-ს არ აქვს ინფორმაცია სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეფორმაზე. ამიტომაც, არასამთავრობოს წარმომადგენლის აზრით, მოცემული მიმართულებით ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს.

იაგო ფასანძე ამბობს, რომ ზუგდიდის და ფოთის პარარელურად, საკუთარი ორგანიზაციის წევრი იძულებით გადაადგილებული პირების მიერ გამოიკითხნენ აფხაზეთში მცხოვრები თანაქალაქელებიც. კერძოდ, ქვემო ბარღებში, ბარღებში, ფიჩორსა და თავად ქალაქ გალში მცხოვრებლები. მოსაზრებები და დამოკიდებულება თითქმის ყველგან იდენტურია.

„სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, იურისტი რუსუდან პაჭკორია ფიქრობს, რომ მაშინ, როცა განსახლების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, სტატუსთან დაკავშირებით კი არაერთი დავა სასამართლოში გრძელდება, დევნილები თანაბარ საწყის პირობებში არ იმყოფებიან და შემწეობის საკითხის რეფორმის დაწყება ნაადრევად მიაჩნია. არასამთავრობოს წარმომადგენლის განმარტებით, საკითხი ინფორმირებულ გადაწყვეტას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესს ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ეყოლება. თუმცა, მოცემული რეალობის პარარელუარდ რუსუდან პაჭკორია ამბობს იმასაც, რომ სტრატეგიაში წლების წინ გაიწერა შემდეგი - აუცილებელია სტატუსიდან საჭიროებაზე გადასვლა. კერძოდ შემწეობა მხოლოდ მათზე გაიცეს, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება.

„ეს არ არის საკითხი, რომელსაც არ შეიძლება მოუძებნო ერთმნიშვნელოვანი და ყველაზე სწორი გადაწყვეტა. ამას სჭირდება სახელმწიფოს და დევნილთა საზოგადოებას შორის კონსესუსი. სხვაგვარად საკითხის გადაჭრა უმტკივნეულოდ წარმოუდგენელი იქნება“, - აღნიშნა რუსუდან პაჭკორიამ.

თავის მხრივ, საიას ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას თქმით, საკითხზე რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში მყოფმა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემწეობა სოციალურ სტატუსთან უნდა იყოს ბმაში, რაც მტკივნეული პროცესი იქნება. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ამიტომაც საკითხი ძირეულ კვლევას და იძულებით გადაადგილებული პირების აზრის გათვალისწინებას, საჯარო შეხვედრებს საჭიროებს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ დევნილთა 84,3%-ს არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. შემწეობის თანხა 0,9%-სთვის 360 ლარია, 0,4%-სთვის 315, 270 ლარი 1,3%-ისთვის, 23%-სთვის 180. დანარჩენებისთვის 135, 90 და 45 ლარი.

დევნილთა 68,9% თანხას საკვებ პროდუქტებში ხარჯავს, 22,6% მედიკამენტში, 7,2% კომუნალურებში, მხოლოდ 1,3% განათლებაში.

გამოკითხულთა 65,1%-ის აზრით, შემწეობას ყველა დევნილი უნდა იღებდეს, დანარჩენი საპირისპირო აზრზეა.

კვლევის მონაწილე აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი უნდა იღებდეს დევნილთა შემწეობას, ვისი განსახლებაც არ მომხდარა.

89,4%-ის აზრით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილები მაინც უნდა იღებდნენ დახმარებას. დანარჩენი პირიქით ფიქრობს.

რომელ ალტერნატივას მიიჩნევენ სამართლიან მიდგომად, გამოკითხულთა 27,2% უპირატესტობას მოქმედი 1250-ლარიანი ზღვრული თანხის დაწევს ანიჭებს. კერძოდ, ვისაც უფრო მეტი შემოსავალი ექნება, მან შემწეობა არ უნდა მიიღოს.

სოციალურ დახმარებაზე გადასვლაში ხედავს გამოსავალს 6,8%. თაობებად დაყოფაში, რომლის თანახმადაც დახმარებას მხოლოდ ოჯახის ის წევრები მიიღებენ, ვინც დევნა განიცადა - 1,3%, შერეულ მოდელში 16,2%, არცერთი ალეტრნატივას არ მოსწონს უმრავლეობას - 48, 1%-ს.

კვლევა მომზადდა "საუნჯეს" პროექტის - "მოქალაქეთა ჩართულობა დევნილის შემწეობის რეფორმის პროცესში" ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან რეფორმის ოთხი ალტერნატივაა შემუშავებული. მეოთხე მიდგომის თანახმად, დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, მოეხსნებათ 45-ლარიანი ყოველთვიური დევნილის შემწეობა, დანარჩენებს შეუნარჩუნდებათ.

თუ რომელ მიდგომას აირჩევს სამინისტრო, ჯერ უცნობია. საკითხზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.