აქციას „ღამე მუზეუმში“ ზუგდიდი უერთდება
„გვექნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისა და კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეს“, - განაცხადა ლილი ბერაიამ.
უფრო დეტალურად 19 მაისის ღონისძიების განრიგი ასეთია: 18:00 - 01:00 18:00 - საათამდე საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისა და კონსტანტინე გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა - „დიდოსტატი 125“ გაიმართება. 19:30 საათზე ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა, სადაც XIX-XX საუკუნის მუზუემში დაცული დადიანების ფოტომასალა და კოსტიუმების კოლექცია იქნება გამოფენილი.
აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. Тревел-блогер Сподін Ігор розповів про столицю українського козацтва острів Хортиця.