ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია სამსახურში აღადგინა. ამასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს“ სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

მოსარჩელე აცხადებდა, რომ ის სამსახურიდან მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით გაათავისუფლეს, რადგან მისი მეუღლის, ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებდათ.

ზეინაბ მორგოშიას ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.