ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად შესაძლოა კვლევა ჩატარდეს
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

„იმ შემთხვევაში, თუ მოგვმართავენ, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, რათა მოხდეს ისტორიული სინამდვილის დაზუსტება. უნდა დადასტურდეს ფაქტის ისტორიული სინამდვილე. თუ მართლა ამ ქვატახტზე აღესრულებოდა კანონ-გარიგება, მაშინ ის უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და ვფიქრობ, ამით კიდევ ერთ საინტერესო გარემოს შევძენთ ქალაქს“, - გვითხრა ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.
ზუგდიდელმა ისტორიკოსმა „ქვა-ტახტზე“ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარე თვის დასაწყისში ჩაატარა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ისტორიკოსები ესწრებოდნენ.
მასალაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ.