ახალი ამბები
ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული: გავაგრძელებ ბრძოლას, რომ მადონა მაქაცარიამ დატოვოს თანამდებობა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ჰქონდა სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი. ზეინაბ მორგოშია ამბობს, რომ დღეს დამარცხდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერი ლაშა გოგია და ზოგადად ხელისუფლება. მას ეს მარცხი კარგ პრეცედენტად მიაჩნია იმისთვის, რათა მათ სამომავლოდ შეცვალონ ხედვა და დამოკიდებულება ადამიანების, ოჯახების მიმართ და ნუ იქნებიან მოძალადეები.

„გავაგრძელებ ბრძოლას, რომ მადონა მაქაცარიამ, როგორც არაობიექტურმა დირექტორმა აგოს პასუხი და დატოვოს თანამდებობა“, - უთხრა ჟურნალისტებს ზეინაბ მორგოშიამ სხდომის დასრულების შემდეგ, რომლის მიმართაც სასამართლომ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს“ სამსახურში აღდგენასთან ერთად, განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა.

თავად მადონა მაქაცარიას მედიისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ არაფერი უთქვამს. მან ტერიტორია უკომენტაროდ, შეძახილების ფონზე დატოვა. მოსამართლე ირაკლი აბშილავას მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში გათავისუფლებულის მხარდამჭერთა მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა.

მოსამართლის განმარტებით, ის იზიარებს ზეინაბ მორგოშიას და მისი ინტერესების დამცველის, ჯემალ ჭკადუას პოზიციას, რომ სინამდვილეში ააიპების გაერთიანების შემდეგ არ მომხდარა ლიკვიდაცია, რადგან მართვის ცენტრი იგივე თანამშრომლებით, ფუნქციებით და ამოცანებით ჩამოყალიბდა. ირაკლი აბშილავას თქმით, ეს იყო მხოლოდ რეორგანიზაცია, ამიტომაც დათხოვნის ეს საფუძველი მიუღებლად მიიჩნია. რაც შეეხება მეორე მოტივს, ხელშეკრულების ვადის გასვლას, მანვე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით მტკიცდება - ზეინაბ მორგოშიას ქონდა უვადო ხელშეკრულება, ამ ფონზე კი დათხოვნა სხვა საფუძვლით და ფორმით ხდება. მოსამართლისვე განცხადებით, მართვის ცენტრში განხორციელებულ ცვლილებებს რეალურად თანამშრომელთა შემცირება არ მოჰყოლია. მეტიც, გათავისუფლებულის ადგილას ორი მთავარი სპეციალისტი დაინიშნა. თუმცა მადონა მაქაცარია საპირისპიროს ირწმუნება.

ირაკლი აბშილავამ დაადასტურა, რომ დისკრიმინაცია ნამდვილად იყო, თუმცა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია არ გამოკვეთილა, რაზეც გათავისუფლებული და მისი ადვოკატი საუბრობდა. დღევანდელ სხდომაზე ჯემალ ჭკადუამ წარმოადგინა ჩანაწერი, სადაც მადონა მაქაცარია ჟურნალისტებთან საუბრობს დათხოვნის მიზეზზე, რომლის მიხედვითაც, საფუძველი ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ზუგდიდის მერისთვის გაგზავნილი წერილი გახდა.

ინეტრვიუსთან დაკავშირებით, რომელიც მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიას მისცა თავის დროზე, მადონა მაქაცარიამ აღნიშნა, რომ ის სამსახურებრივი საქმიანობით იყო დაკავებული, როცა „ჟურნალისტები შემოიჭრნენ“ მათთან და პასუხს ითხოვდნენ ზეინაბ მორგოშიას პრეტენზიებზე, რომელზეც არაფერი სმენოდა. მადონა მაქაცარია პროცესზე ირწმუნებოდა, რომ გათავისუფლების საფუძველი ლიკვიდაცია იყო, თუმცა ადრე ნახსენებ მერისთვის გაგზავნილ წერილზე არაფერი უთქვამს. მისივე მტკიცებით, არავისგან არ მიუღია შესაბამისი მითითება ამ გადაწყვეტილების მიღების წინ და მოსარჩელეს ცენტრისთვის განცხადებით რომ მიემართა სამსახურის თაობაზე, დაასაქმებდა, ისევე როგორც დანარჩენი თანამშრომლების შემთხვევაში მოხდა. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაკანსია არ გამოუცხადებიათ. საიდან შეტყო სამმა ადამიანმა, რომლებიც აიყვანეს სამსახურში გაერთიანების შემდეგ დასაქმების ამ შესაძლებლობაზე, არაფერი იცის.

ზეინაბ მორგოშიას თქმით, ინფორმირებული არ ყოფილა იმაზე, რომ აუცილებელი პირობა სამსახურში ასაყვანად განცხადებით მიმართვა იყო. მას სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით არც შეტყობინება მისვლია, 31 იანვარს გუბერნიის შენობაში შეხვედრის თაობაზე, რომლის შემდეგაც მისმა კოლეგებმა განცხადებები დაწერეს. ეს გარემოებებიც მოსამართლე ირაკლი აბშილავამ არათანაბარ პირობებში მოსარჩელის ჩაყენებად მიიჩნია.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა გათავისუფლებულის ქმარი ალიოშა ალანია, რომელიც თავის მხრივ მერიას უჩივის სამსახურიდან დათხოვნისთვის. საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობა მიაჩნია ზეინაბ მორგოშიას მიზეზად, რომ ხელშეკრულება „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა“ არ გაუგრძელა.

გაასაჩივრებს თუ არა მადონა მაქაცარია ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს
10:22 / 19.01.2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს






ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.
17:38 / 18.01.2019
ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.






დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
17:34 / 18.01.2019
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად






ზუგდიდის რაიონულმა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში
ბრალდებული
16:53 / 18.01.2019
ზუგდიდის რაიონულმა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.