ახალი ამბები
ომბუდსმენი: ლგბტ ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია
სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან.

ომბუდსმენის თქმით, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ მოსახლეობის სწორედ ეს ნაწილი წარმოადგენს, არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები კი ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებს მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობისაგან დაცლილი, თანასწორუფლებიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

2018 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ ომბუდსმენის წარმომადგენლებს ცხელი ხაზის მეშვეობით.

ამ დღის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს
10:22 / 19.01.2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს






ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.
17:38 / 18.01.2019
ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.






დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
17:34 / 18.01.2019
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად






ზუგდიდის რაიონულმა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში
ბრალდებული
16:53 / 18.01.2019
ზუგდიდის რაიონულმა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.