დადიანების ევროპასთან ურთიერთობაზე ზუგდიდის ბიბლიოთეკაში კონფერენცია გაიმართა [ვიდეო]

„ზუგდიდის დადიანების სასახლე არის ამ ურთიერთობების განვითარების საუკეთესო მემატიანე. ჯერ ლევან მეორე დადიანმა ჩამოიყვანა კათოლიკე მისიონერები სამეგრელოში. ამის შემდეგ დაიწყო სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები ევროპასთან. სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი უკვე 1845-1846 წლებში სტუმრად მასპინძლობს ზუგდიდში ცნობილ ქართველოლოგს და საზოგადო მოღვაწე მარი ბროსეს. შემდეგ კი საფრანგეთის სამეფო კარზე დადიანების პრინცესა ჯვარს იწერს ფრანგ პრინც აშილ მიურატზე და ეს ურთიერთობები ჩვენს ისტორიაში ძალიან საინტერესოა“, - უამბო ზუგდიდის მუზეუმის ფონდის მცველმა ფერიდე აფაქიძემ ბიბლიოთეკის მკითხველებს.
მათ თავის მხრივ წარადგინეს თემები, რომელიც ასევე ევროპასთან ურთიერთოებებს ეხებოდა.
დადიანების ევროპასთან ურთიერთობაზე კონფერენცია ბიბლიოთეკაში ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.