ხაიშში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ჩატარდა [ფოტო]

წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზურა ნიჟარაძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, ხელისუფლებამ წლების წინ საპროტესტო აქციების საპასუხოდ დადო პირობა, რომ სვანეთში მხოლოდ მცირე ჰესების მშენებლობაზე გასცემდა ნებართვას, რაც არ შესრულდა.
„ყველა ხედავს, თუ რაც ხდება ხუდონჰესზე. აქ არ არის საუბარი მცირე ჰესზე. ჩვენ ამას არ დავთმობთ და მკაფიოდ და ნათლად ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს ეს მშენებლობა, მოსახლეობას კი დაუბრუნდეს მიტაცებული მიწები“, - აღნიშნა მან.

მისივე სიტყვებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 3 ივნისს ხაიშში ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობას სხვა რეგიონებიც შეუერთდება და ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.