ახალი ამბები
ზუგდიდი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდი 9-10 ივნისს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ „f 5-ს" უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმაა, რაც ორგანიზატორთა განმარტებით, თბილისისგან განსხვავებით ასე აკლიათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. მათი განმარტებით, ხშირად რეგიონში ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ აქტივობებზე, რაც დედაქალაქში ხდება, ფინანსების, დროის და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო. სწორედ ამ ერთგვარი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მსგავსი ღონისძიების გამართვა სამმა ზუგდიდელმა, ტატო ჩანგელიამ, ნიკა ლაშხიამ და გიორგი შონიამ გადაწყვიტეს.

ორღიან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები და პოეტები - ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ლუკა ბაქანიძე. რაც შეეხება ღონისძიების მუსიკალურ მხარეს, ამაზე ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი იზრუნებენ.

კონკრეტულად სად გაიმართება ფესტივალი, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი შონიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ადგილმდებარეობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება. განიხილავენ როგორც ღია, ისე დახურული სივრცის შესაძლებლობას. ღონისძიებაზე დასწრება მსურველებისთვის უფასო იქნება. მისივე ინფორმაციით, პირველი ნაწილი ორივე დღეს ლიტერატურული იქნება, სადაც მოწვეული პოეტები საკუთარ შემოქმედებას წაიკითხავენ, საღამო კი მუსიკით გაგრძელდება.

„ისინი ენთუზიაზმით ჩამოდიან. კარგ საქმეში გვეხმარებიან და ბოლომდე გვერდში გვიდგანან. ფესტივალმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ახალგაზრდები დააინტერესოს. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომ ზუგდიდში ამოქმედდეს, ამოძრავდეს კულტურული პროცესები“, - გვითხრა გიორგი შონიამ.

ორგანიზატორთა სურვილია ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცეს. ამას გარდა, ეს ფაქტი სხვა საინიციატივო ჯგუფებისთვისაც იყოს მაგალითი, რომ რეგიონებს მომავალში მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და ღამის 11 საათამდე გაგრძელდება. მისი სპონსორი რამდენიმე ადგილობრივი კომპანიაა.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული
პოლიტიკური
22:25 / 06.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.