მოწამლული ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება
„პაციენტი რჩება კლინიკაში. მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება“, - უთხრეს „ლაივპრესს“ საავადმყოფოს მფლობელ კომპანია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ორი მოსწავლე კლინიკდან ჯერ კიდევ გუშინ გაწერეს.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სოფელ ურთიდან სკოლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ სამი მოსწავლე 23 მაისს შემოიყვანა დაუზუსტებელი ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტით.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ ურთაში დილით ჩატარდა შეწამვლის სამუშაოები სკოლის და საბავშვოი ბაღის ტერიტორიების გამოკლებით, რის შესახებაც 24 საათით ადრე სოფლის რწმუნებული გააფრთხილეს და შესაბამისი რეკომენდაციაც გაიცა.
ურთის საჯარო სკოლის დირექტორ ლამარა ქარდავას განცხადებით, ბავშვებმა მათ გულის რევის შეგრძნების ჩივილით ჯერ კიდევ სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიმართეს.