ახალი ამბები
მეტი დეცენტრალიზაცია და სიახლოვე ხალხთან 100 წლის წინანდელ საქართველოში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოცემულობა, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უძღოდა წინ, და მოვლენები, რაც ამ ყველაფრის შემდეგ განვითარდა. მათ შორის საუბარი შეეხო, თუ რა სახით არსებობდა საუკუნის წინ ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობა, რამდენად ეფექტური იყო ის და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. მეტიც, რა ბერკეტი არსებობდა საამისოდ მაშინ. აღინიშნა, რომ თავის დროზე ბევრად უფრო პროგრესულად აზროვნებდნენ ადამიანები ამ კუთხით და აანალიზებდნენ ადგილებზე უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განმარტებით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში არსებული თვიმმართველობა დეცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონით გამოირჩეოდა და ჰქონდა გაცილებით მეტი შემოსავლის წყარო, თანამედროვე თვითმმართველობებისგან განსხვავებით, მეტ უფლებამოსილებებთან ერთად. კერძოდ, ქონების, საშემოსავლო, აქციზის გადასახადები. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება გარკვეულ დახმარებას მათ მაინც უწევდა, განმარტა - თვითმმართველი ერთეულების ჯამური ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში იყო უფრო მეტი, ვიდრე დღეს გვაქვს.

„იმ დროინდელი ხელისუფლება ცდილობდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო თვითმმართველობა მოქალაქეებთან. ამიტომაც, 1921 წლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა 39 თვითმმართველი ქალაქი. მიუხედავად იმ ეკონომიკური კრიზისისა, რაც მაშინ იყო, თვითმმართველი ერთეულები მაშინ ახერხებდნენ ადგილობრივ დონეზე გადაეჭრათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთმა მომხსენებელმა და დასძინა, რომ საბჭოთა ოკუპაციამ სხვა ყველაფერთან ერთად ქვეყნის განვითარება თვითმმართველობის ჭრილშიც შეაფერხა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროს ლაშა ჯიქიას თქმით, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მაინც გატარდა. მათ შორის აგრარული, რომლის ფარგლებშიც გლეხებს მიწები გადაეცათ. ასევე, თვითმმართველ ერთეულებსაც გადასცეს თავად-აზნაურთა მამულების ნაწილი. ხელი შეეწყოთ ცალკეულ კერძო მეწარმეებს - მთავრობამ მათთვის დაიწყო ნედლეულის მიწოდება, ზოგიერთს კი ფინანსურადაც დაეხმარნენ. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდია მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა, რამაც ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოაქცია ტერიტორიები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება დროებით ვერ აკონტროლებდა. ამ ყველაფერმა, ლაშა ჯიქიას თქმით, ხელი შეუწყო მათ პოლიტიკურ გაერთიანებასაც ერთი სახელმწიფოს სივრცეში.

თუმცა, მისივე განმარტებით, მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ ჯერ ძალიან შეაფერხა ეკონომიკური პროცესები, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი კერძო ინიციატივები და სახელმწიფოს პროგრესული იდებიც ჩანასახშივე მოკლა.

დღევანდელი შეხვედრა სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში,  არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის ცხრა რეგიონში უკვე მოეწყო. დისკუსიების მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდაა. 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.