ზებრა გადასასვლელები ზუგდიდში მხოლოდ რამდენიმე ადგილას სადღესასწაულოდ შეიღება [ფოტო]

ქვეითად მოსიარულეები ხშირად ინერციით აგნებენ იმ ადგილებს, სადაც ადრე ქუჩის ერთი მხრიდან საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ავტომანქანებიც ასევე ბრმად, თვალით დამახსოვრებულ ტერიტორიებზე უთმობენ მგზავრებს გზას.

ქალაქში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე გადასასვლელი შეღებეს ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს, გაყოლებაზე, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებები მოეწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ეტაპობრივად ყველა გადასასვლელს აღადგენენ:

„საავტომობილო გზების დეპარტამენტს რომელიც ეკუთვნის, იმ ადგილებში თვითონ განაგრძობენ. ჩვენ რომელიც გვეკუთვნის, ისიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტენდერი მალე გამოცხადდება“.

მერიაში განმარტავენ, რომ შეფერხების მიზეზი რამდენიმე ადგილას, ქალაქის მასშტაბით მიმდინარე გზების ორმული შეკეთების, კანალიზაციის გაყვანის, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოებია.
