ახალი ამბები
პირველი საჯარო სკოლის იუბილე და პუტინის მხარდამჭერისგან მირთმეული საჩუქრები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის 150 წლის იუბილე უხვსაჩუქრიანი გამოდგა, რაზეც ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ იზრუნა. სკოლის იუბილის პარალელურად, ის დღეს საკუთარ დაბადების დღესაც ზეიმობდა. ბიზნესმენმა, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი და დაახლოებული პირი, სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ძვირადღირებული მობილური ტელეფონები (iPhone 8), ხოლო პედაგოგებს და სკოლის დირექტორს ლეპტოპები გადასცა. დღესვე ახალგაზრდებს ქალაქში საცურაო აუზის მშენებლობას დაჰპირდა.

„მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ ხუბულავას ქუჩაზე მოგვცა მიწა. მე აგიშენებთ საცურაო აუზს ოლიმპიური სტანდარტების, როგორც კი გადმოგვცემენ ამ მიწას. ერთ წელიწადში შეგიძლიათ იცურაოთ“, - განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.

საჩუქარი დღეს მან თავადაც მიიღო. ერთ-ერთმა დაჯილდოვებულმა მოსწავლემ, მას როგორც განსაკუთრებული დამსახურების სტუმარს, ოჯახის მფარველი ხატი აჩუქა, სკოლამ კი საპატიო კურსდამთავრებულის სიგელი მიანიჭა. იგივე სიგელი ბიზნესმენთან ერთად ერგო მერიის თანამშრომელ ლავრენტი კემულარიას, მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორ ნათია ხუფაცარიას და მერის მოადგილე გია გულორდავას.

პედაგოგმა დოდო შერვაშიძემ კი სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან სკოლის წარმატეებებზე და განვლილ სიძნელეებსა თუ დამსახურებაზე ისაუბრა, მიმართა მიხეილ ხუბუტიას, მას დაბადების დღე მიულოცა, ბიზნესმენის დედას კი „კარგი შვილის გაზრდისთვის“ მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, მიხეილ ხუბუტიამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების პარალელურად, საჩუქარი მოწვეულ სტუმრებსაც გაუკეთა. ეს იყო კონცერტი თბილისიდან მოწვეული მომღერლების მონაწილეობით. სკოლის ეზოში მოწყობილ სცენაზე იმღერა მანანა თოდაძემ, „ქუჩის ბიჭებმა“, ელენე კალანდაძემ, ბესიკ კალანდაძემ და დავით ძიძიგურმა. მანამდე საათ-ნახევრის განმავლობაში სცენაზე საკუთარი ნომრები წარადგინეს მოსწავლეებმა. სტუმრებს ანსამბლ „ოდოიასთან“ ერთად უმღერა სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამაც.

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ სკოლის უხუცესი მასწავლებლები, კურსდამთავრებულები და მოსწავლეების მშობლები. მათ სიტყვით მიმართა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ. მან სტუმრებს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში მივლინების გამო ვერ შეძლო სკოლაში მისვლა.

„ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ, როგორ აფასებს მიხეილ ხუბუტიას, როგორც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირის მხრიდან ღონისძიების თანაორგანიზატორობას, იმ ფონზე, როცა ეს მოქალაქეთა ნაწილში გაღიზიანებას იწვევს, აღნიშნა:

„ადამიანები როცა შეფასებებს აკეთებენ, ეს არის მათი ინიდივიდუალური და პირადი. ნეტა მე მქონდეს შესაძლებლობა, მეთერთმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ყველა ასე გავახარო, როგორც მიხეილმა დღეს გაახარა. ადამიანმა თავისი პიროვნული სურვილით გააკეთა ეს და მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ“, - განაცხადა კახა ფარცვანიამ.

სკოლის დირექტორ ნინო გოგინავას განმარტებით კი, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხშირად აკითხავენ და ეხმარებიან კურსდამთავრებულები, მათ შორის მიხეილ ხუბუტიაც. თავად ბიზნესმენმა ჟურნალისტებს კომენტარზე უარი განუცხადა.

სკოლის 150 წლის იუბილეზე კონცერტის პარალელურად, სტუმრებისთვის სკოლის ეზოშივე იყო გაშლილი სუფრა. ღონისძიების ბოლოს სიმბოლურად გაჭრეს ტორტი და ცაში გაუშვეს ფერადი ბუშტები.

ცნობისთვის, ზუგდიდელი ბიზნესმენი და „ქართველთა კავშირის“ დამფუძნებელი მიხეილ ხუბუტია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, ღიად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს. ინტერნეტ სივრცეში იძებნება როგორც მისი შესაბამისი განცხადებები, ასევე ფოტო, სადაც აცვია მაისური რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით. რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებების გამო ქართველი ბიზნესმენი ხშირად ხდება საზოგადოების მხრიდან კრიტიკის და ლანძღვის ობიექტი. 2014 წელს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მას რამდენიმე ადამიანმა სცემა. ხუბუტია მაშინ აცხადებდა, რომ თავდამსხმელები რუსეთს და პუტინს აგინებდნენ. ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე კი ამ დრომდე იძებნება ორი თვის წინ ატვირთული ვიდეო, სადაც თბილისის გადაწვეტილებას ეხმაურება, შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის სექციის თანამშრომლის გაძევებაზე. მან საქართველო ბაყაყს შეადარა, რომელიც მოჯირითე ცხენების გვერდით ხტუნავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ფოთში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ხუთმა ზუგდიდელმა
21:36 / 21.07.2019
ფოთში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ხუთმა ზუგდიდელმა
90-იანი წლების და თანამედროვე ლიტერატურა, მწერლები დროის ორ
განზომილებაში,
21:04 / 21.07.2019
90-იანი წლების და თანამედროვე ლიტერატურა, მწერლები დროის ორ განზომილებაში,
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან
საქართველოს
13:28 / 21.07.2019
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს
ზუგდიდელმა მომღერალმა თამარ ლილუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში
13:00 / 21.07.2019
ზუგდიდელმა მომღერალმა თამარ ლილუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.