ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე საკრებულო მერიას მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიამ დღეს განიხილა პედაგოგ ციცო შენგელაიას მოთხოვნა, ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე.

კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას თქმით, საკრებულო მიმართავს მერიას, რომ აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო.

ციცო შენგელაიას კვლევის მიხედვით, ქვა, რომელიც მე-17 საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს, ე.წ „ქვა ტახტს“ წარმოადგენდა, იდგა დადიანების სასახლის ეზოში, ცაცხვის ხის ქვეშ და მასზე ხორციელდებოდა მართლმსაჯულება. ისტორიკოსი ქვის პირვანდელ ადგილას დაბრუნებას და მისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

მან გასულ თვეს კვლევის პრეზენტაცია გამართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია.

პრეზენტაციის შემდეგ მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ასეთი მოთხოვნით მიმართვის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო დაიწყებს საკითხის შესწავლას.

„იმ შემთხვევაში, თუ მოგვმართავენ, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, რათა მოხდეს ისტორიული სინამდვილის დაზუსტება. უნდა დადასტურდეს ფაქტის ისტორიული სინამდვილე. თუ მართლა ამ ქვატახტზე აღესრულებოდა კანონ-გარიგება, მაშინ ის უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და ვფიქრობ, ამით კიდევ ერთ საინტერესო გარემოს შევძენთ ქალაქს“, - განაცხადა ლაშა ჯიქიამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.