ახალი ამბები
სოხუმი: საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთა ბინადრობის მოწმობითაც შესაძლებელია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვრის გადაკვეთის შესახებ დროებითი ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში.

როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა არა მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტით, არამედ დროებითი დოკუმენტით - ბინადრობის მოწმობით.

როგორც სააგენტო წერს, ამ თემაზე კითხვა ტყვარჩელის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა, აიდა ჩაჩხალიამ დასვა. ის დაინტერესდა, როგორ შეძლებენ გადაადგილებას ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეები, რომლებიც მანამდე ე.წ. ფორმა ნომერი #9 -ის დახმარებით მგზავრობდნენ.