ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა წაშალა რუსეთის გერბის გამოსახულებიანი მაისურით ფოტო
გურამ შელიას ფეისბუკ გვერდზე მაინც იძებნება ფოტო, სადაც მას იგივე მაისური აცვია, ოღონდ ეს ფოტო შარშან, აგვისტოს თვეშია გადაღებული, ადგილმდებარეობად კი ინგირის აეროპორტია მითითებული.
ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის თანამშრომელმა გურამ (ცაცა) შელიამ 5 ივნისს გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც მას აცვია მაისური წარწერით „რუსეთი“ და ახატია ამავე სახელმწიფოს გერბი. ამბობს, რომ მაისური რუსეთის ნაკრების გულშემატკივრობის ნიშნად ჩაიცვა, რადგან ამ გუნდს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან გულშემატკივრობს. მისივე თქმით, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა.