ახალი ამბები
ჩხოროწყუს სკოლაში ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის შენობაში ყოფნა უსაფრთხო არ არის, რადგან დაზიანებულია ჭერი და იატაკი. თუმცა ამის მიუხედავად, იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

„დაზიანებულია სკოლის შენობის ის ნაწილი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაცია, კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დერეფანი, სადაც ბავშვები მოძრაობენ, განსაკუთრებით მაშინ როცა გარეთ ცუდი ამინდია, რაც საშიშია. როგორც კი გაირბენს ბავშვი მესამე სართულზე, ზანზარებს მეორე სართული, ჭერიდან ცვივა შიფერის ნამტვრევები, კენჭები“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა მანანა ჩიქოვანმა.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, შენობაში არსებული საფრთხის მიუხედავად, რატომ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ჩხოროწყუს სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ წერილი 6 ივნისს მიიღეს და საკითხს სწავლობენ.

„წერილი გადაეგზავნება შესაბამის სამსახურებს, რათა მოხდეს საკითხის შესწავლა და რეაგირება მოხდება ეტაპობრივად, თუმცა მალე“, - უთხრეს „ლაივპრესს“ განათლების სამინისტროში.

სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ სამინისტროში წერილი აქამდეც არაერთხელ გააგზავნა.

„ბოლოს 5 ივნისს დავწერე, მაგრამ აქამდეც ვწერდი. ჯერ მეორე სართულის ჭერის ჩამონგრევაზე ვწერდი, ახლა მესამე დაემატა. დაზიანებები ყოველდღე მატულობს. დღეს მოვიდა საკრებულოს თავმჯდომარე, დაათვალიერა, მაგრამ მუნიციპალიტეტს სკოლის რემონტისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია“, - თქვა დირექტორმა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ დაგვიდასტურა, რომ მათ სკოლის შენობაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ განათლების სამინისტროს რამდენჯერმე მისწერეს.

სკოლის შენობა 1961 წელს არის აშენებული. სკოლაში ამჟამად 250 მოსწავლე სწავლობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.