ზუგდიდის თეატრში დღეს პრემიერაა
„ადამიანის ბუნებაზეა, მის დამოკიდებულებაზე, რამდენად ჩვენ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს მანან, სანამ არ ჩავვარდებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვხვდებით, რომ ყველაზე მეტად თურმე სიცოცხლეს აქვს ფასი და ყველაფერი დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. ძალიან მინდოდა ამ პიესის დადგმა და მიხარია, რომ დღეს პრემიერა გვაქვს. დანარჩენს მაყურებელი შეაფასებს“, - უთხრა რეჟისორმა „ლაივპრესს“.
ბადრი წერედიანის თქმით, სპექტაკლზე დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ. წარმოდგენის ნახვა მსურველებს საღამოს 20:00 საათზე შეეძლებათ. ბილეთის ფასი 5 ლარია.
„ვარდი და გვირგვინის“ ჩვენება მოეწყობა 13 ივნისსაც, იგივე დროს.