რუხში საავადმყოფოს მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
„სწორედ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დასახელდება კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიხსნება კლინიკა“, - განმარტეს სამინისტროში.
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გამოაცხადა ტენდერი ლიფტების შახტების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე, რისთვისაც 95 664 ათასი ლარი გამოიყო.
წინადადებების მიღება 28 ივნისს იწყება და სამ ივლისს დასრულდება.
მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა.
რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აშენებს. მშენებლობაზე 154 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
საუნივერსიტეტო კლინიკა 220 ადგილიანი იქნება და 7 ბლოკის და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. ის ქართველებთან ერთად აფხაზ პაციენტებსაც მოემსახურება.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარი გამოიყო.
მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადებმა ერთი წლით გადაიწია. მიზეზი „ლაივპრესს“ სამინისტროში ვერ დაუკონკრეტეს.