ახალი ამბები
რუხში გამოყვანილი კოლხური ბზის ნერგების გადატანა აფხაზეთში ვერ მოხერხდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საბაზისო სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ჯანმრთელი ნერგების გადატანა აფხაზეთში ვერ მოხერხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა“, რომელმაც რუხში კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის პროექტი განახორციელა, აცხადებდა, რომ აქ გამოყვანილ ნერგებით აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობებს მოამარაგებდა, თუმცა ორგანიზაციის კონსულტანტის ირაკლი დარცმელიას განცხადებით, ბზის ნერგების მიწოდება აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა.

„ნერგების გადატანა მთელ რიგ სირთულეებთან აღმოჩნდა დაკავშირებული, კონკრეტულ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან როცა აფხაზ კოლეგებთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს, ვცდილობთ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროექტის დეტალები არ გავახმაუროთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გვქონდა თანამშრომლობა, რომელიც ძირითადად, საკონსულტაციო სახის დახმარება იყო ჩვენი მხრიდან. კომუნიკაცია გარემოს დაცვითი მიმართულებით ამ ეტაპზეც გრძელდება“, - განაცხადა კონსულტანტმა.

მისივე თქმით, ნერგები სანერგედან გამოიტანეს, ნაწილი გაასაჩუქრეს, ნაწილი კი ღია გრუნტში დარგეს.

„ნერგების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაცია სენის დახმარებით სკოლებში დარიგდა, ნაწილი აფხაზეთის მთავრობის მიერ გაშენებულ კრწანისის სანერგე მეურნეობაში დავრგეთ, ხოლო დანარჩენი, 3000-4000 კოლხური ბზის ნერგი რუხში“, - გვითხრა ირაკლი დარცმელიამ.

მისივე თქმით, მიწაში გადარგულ ნერგებს სამი წლის განმავლობაში დააკვირდებიან, ამის შემდეგ კი იმუშავებენ კოლხური ბზის ახალი სადედე მეურნეობის გაშენებაზე.

კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა რუხში, 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. პროექტის ავტორები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთში უკვე შერჩეულია პარტნიორი ორგანიზაცია, რადგან ორივე მხარეს გათავისებული აქვს, რომ ბზა გადასარჩენია აქაც და აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

კოლხური ბზის გადასარჩენად ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა, როცა 2016 წლის აპრილის დასაწყისში აფხაზურმა მხარემ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გაშენებული კოლხური ბზის შესაწამლად, ზუგდიდის მერიას ბიოლოგიური პრეპარატი „დიპელი“ გადასცა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.