ახალი ამბები
ანთიძე: ენგურჰესის ატრაქციად მოწყობის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დასრულდა ენგურჰესის, მსოფლიო დონის ატრაქციად მოწყობის დეტალური პროექტირება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ფიზიკური სამუშაოები, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მზადდება დოკუმენტაცია, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას. 

„ანუ რა კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება ეს პროექტი, ამის დოკუმენტაცია მზადდება. უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე ფიზიკური სამუშაოები, რომელიც გულისხმობს აღმოჩენათა ცენტრის, იგივე დისქავერ ცენტრის მოწყობის სამუშაოების დაწყებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს კაშხალზე ლიფტის სამუშაოების დაწყებას, საწყალოსნო პლატფორმის მომზადებას, რამდენიმე გადასახედის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება 2021 წლამდე. წელსვე შესაძლებელია დაიწყოს, ამაზე მიდის მუშაობა. მთავარი არსი არის ის, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები დასრულებულია. ახლა ამ დოკუმენტაციის შეფასება ხდება. შეფასებაში იგულისხმება ექსპერტიზა“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მისი ინფორმაციით, სამუშაოები ჩატარდა ექსპერტების ჩართულობით, სააქციო საზოგადოება ენგურჰესთან და ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით. „ლაივპრესის“ კითხვაზე, პროცესში თუ იქნებიან ჩართული აფხაზური მხარის წარმომადგენლები, ნიკოლოზ ანთიძემ განმარტა, რომ შეთავაზების მიუხედავად მათი მხრიდან გამოხმაურება არ არის.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზაობა იმის, რომ კონსულტაციების დონეზე გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, არსებობს, თუმცა ჯერჯერობით გამოხმაურება სამუწუხაროდ არ არის. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობის პროცესში მათი მხრიდან აუცილებლად იქნება გარკვეული მზაობა. ახლა ამერიკაში ვიმყოფები, ჰუვერის კაშხალზე, რომელიც ერთადერთი კაშხალია ჯერჯერობით, სადაც გარკვეული ტურისტული ატრაქციებია მოწყობილი. ხვალ გვექნება შესაძლებლობა მისი დათვალიერების. მსგავსი ტურისტული ატრაქცია, რაც ენგურზე იგეგმება, მსოფლიოში შეიძლება მას ანალოგი არ ჰქონდეს. პროექტირებაზე მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა. მთლიანად პირველადი მონაცემით ატრაქციების მოსაწყობად 25 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საბოლოო ხარჯთაღრიცხვას ველოდებით დღე-დღეზე“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. გეგმის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






წითელას ვირუსის გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში
წითელას ეპიდაფეთქებაა. ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში მწვავე
ინფექციური ვირუსული დაავადების არეალები ძირითადად კახეთი, იმერეთი
და სამეგრელოა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსის შემთხვევებმა დეკემბრიდან იმატა.
უკვე ინავრის თვეში კი 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას აცრა საქართველოს
ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

სად უნდა მიხვიდეთ აცრებზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სამედიცინო
დაწესებულებები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ვაქცინებით. ნანა
ოდიშარიას თქმით, ისინი 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით
მუშაობენ.

რეგიონში აცრები ძირითადად პოლიკლინიკებში და „ ევექსის“ კლინიკებში
ტარდება. ასევე, შესაძლებელია აცრების თაობაზე მოქალაქეებმა მიმართონ
უბნის და სოფლის ექიმს.

პაციენტების მომართვინობა ხდება ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.
მაგალითად 15 წლამდე მოზარდების შემთხვევაში, აცრები გაკეთდება
პოლიკლინიკებში.

ვის ეხება აცრები

წითელას ვაქცინაცია შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილები,
ან ვისაც არ ახსოვს, გაუკეთდა თუ არა შესაბამისი ვაქცინა ბავშვობაში.
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას
საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან,
არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს.

მოქალაქეებს, ვისაც ეს აცრა ერთჯერადად აქვს გაკეთებული, შეუძლიათ ამ
პროცესის მეორედ გავლა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს არ არის საფრთხის
შემცველი.

ვისაც გადატანილი აქვს წითელას ვირუსი, მას უკვე აქვს იმუნიტეტი
მასზე, თუმცა ნანა ოდიშარია ამბობს, რომ ასეთი მოქალაქეებიც უნდა
აიცრან, რადგან ვაქცინა, რომელიც ახლა კეთდება, არის წითელასთან
ერთად, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო. აცრილი ადამიანი მეტწილად
დაცულია წითელას ვირუსისგან, დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი
მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მარტივად იტანს.

რა არის წითელა?

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის
ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. ახასიათებს
ცხელება, გამონაყარი, ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი.

იწყება ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი,
კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ
პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი; 5-6 დღის
შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი.
თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე,
ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები).
12:40 / 19.01.2019
წითელას ვირუსის გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების არეალები ძირითადად კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსის შემთხვევებმა დეკემბრიდან იმატა. უკვე ინავრის თვეში კი 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

სად უნდა მიხვიდეთ აცრებზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ვაქცინებით. ნანა ოდიშარიას თქმით, ისინი 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ.

რეგიონში აცრები ძირითადად პოლიკლინიკებში და „ ევექსის“ კლინიკებში ტარდება. ასევე, შესაძლებელია აცრების თაობაზე მოქალაქეებმა მიმართონ უბნის და სოფლის ექიმს.

პაციენტების მომართვინობა ხდება ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. მაგალითად 15 წლამდე მოზარდების შემთხვევაში, აცრები გაკეთდება პოლიკლინიკებში.

ვის ეხება აცრები

წითელას ვაქცინაცია შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილები, ან ვისაც არ ახსოვს, გაუკეთდა თუ არა შესაბამისი ვაქცინა ბავშვობაში. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს.

მოქალაქეებს, ვისაც ეს აცრა ერთჯერადად აქვს გაკეთებული, შეუძლიათ ამ პროცესის მეორედ გავლა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს არ არის საფრთხის შემცველი.

ვისაც გადატანილი აქვს წითელას ვირუსი, მას უკვე აქვს იმუნიტეტი მასზე, თუმცა ნანა ოდიშარია ამბობს, რომ ასეთი მოქალაქეებიც უნდა აიცრან, რადგან ვაქცინა, რომელიც ახლა კეთდება, არის წითელასთან ერთად, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო. აცრილი ადამიანი მეტწილად დაცულია წითელას ვირუსისგან, დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მარტივად იტანს.

რა არის წითელა?


წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. ახასიათებს ცხელება, გამონაყარი, ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი.

იწყება ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი; 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები).






ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორედ დასახელდა ყველაზე სუფთა
მუნიციპალიტეტად.
12:26 / 19.01.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორედ დასახელდა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად.






ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს
10:22 / 19.01.2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს






ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.
17:38 / 18.01.2019
ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.